სირიის უსაფრთხოების ძალებსა და გადაყენებული პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ერთგულებს შორის ორდღიანი შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-მდე გაიზარდა.
ასადის რეჟიმის მომხრეები, სამთავრობო ძალებს დაესხნენ თავს, არმიამ კი საპასუხო ოპერაციისას, ასობით ადამიანი მოკლა.
“გარდა 745 მშვიდობიანი მოქალაქისა, რომლებიც, ძირითადად, ახლო დისტანციიდან სროლის შედეგად დაიღუპა, დაიღუპა 125 სამთავრობო უსაფრთხოების ძალების წევრი და ასადთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების 148 მებრძოლი. ამასთან, ელექტროენერგია და სასმელი წყალი გაითიშა ქალაქ ლატაკიის მიმდებარე დიდ რაიონებში”,- აცხადებენ ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაში.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამთავრობო ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი ასადის ტერიტორიების დიდ ნაწილზე. მედიის ცნობით, დარღვევის თავიდან ასაცილებლად და თანდათანობით სტაბილურობის აღსადგენად, ხელისუფლებამ სანაპირო რეგიონისკენ მიმავალი ყველა გზა დაკეტა.
სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში, ეს სისხლიანი დაპირისპირება, ყველაზე სასტიკ ძალადობად ფასდება.