წილოსანი – ISFED-ზე: გასაკვირია, როდესაც დოკუმენტურად უკვე დასაბუთებულია და უკვე ყველანაირი ელექტრონული მონაცემიც უნდა ჰქონდეთ იმისი, რაც დაითვალეს, რატომ არ აძლევენ ისინი პროკურატურას აღნიშნულ მონაცემს
“გასაკვირია, როდესაც დოკუმენტურად უკვე დასაბუთებულია და უკვე ყველანაირი ელექტრონული მონაცემიც უნდა ჰქონდეთ იმისი, რაც დაითვალეს, რატომ არ აძლევენ ისინი პროკურატურას აღნიშნულ მონაცემს. რისთვის სჭირდებათ დრო, რომლის მოგებასაც ცდილობენ – საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ ამ მონაცემის გასაჯაროება. არ ასაჯაროებენ იმიტომ, რომ შედეგები ემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს, არჩევნების იმ საბოლოო შედეგებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინი წილოსანმა ISFED-ის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების „პივიტის“ დოკუმენტების გადაცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„ამ ქმედებით ISFED-მა საფუძველი დაუდო ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და იცით, რა დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, როგორც რეპუტაციულად, ასევე პოლიტიკური არასტაბილურობის კუთხით. ISFED-ი ამბობდა, რომ ეს შეცდომა იყო. ეს კიდევ სამსჯელოა, რამდენად შეცდომა იყო იმიტომ, რომ სულ სხვას მეტყველებს ფაქტები. როდესაც მათ გუნდის შიგნით, თავის დონორს გაუსაჯაროვეს, რომ აღნიშნული მონაცემი იყო არასწორი, მაგრამ ამას საჯაროდ მაინც არ ამბობდნენ“, – აღნიშნა წილოსანმა.