“იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან; მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“ – მახაშვილი

“სრული სურათი შეიკრა მას შემდეგ, რაც USAID- ის დოკუმენტები სრულად გასაჯაროვდა და ხელის გულზე გამოვიდა ის პროცესები, რაზეც ჩვენ გვქონდა ეჭვები და საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებითაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად გაასაჯაროვა ეს დოკუმენტები და უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ რასაც ამბობდა ამ წლების განმავლობაში, იყო მართალი. ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა იდგა, იყო რეალური საფრთხეები. უფრო მეტიც, ეს უბრალოდ საფრთხე კი არ იყო, ის მასშტაბი, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის დოკუმენტები შემდგომ, ბევრად უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აშშ-ის ფინანსების სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

„მიყოლებით ელჩი ელჩზე მოდიოდა და ითხოვდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც სულ ცოტა – 100%-ით ეკონომიკური კოლაფსისკენ იყო მიმართული. ქვეყანას პირდაპირ გაწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის, აქ საუბარი მაქვს რუსეთზე შეზღუდვების დაწესებაზე, ჰაერისა და მიწის დახურვაზე და ასე შემდეგ.

ასევე, იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან, მაგრამ ამას გარდა, მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, უკეთეს დროს რაღას ნახავთ, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“. საჯაროდაც რამდენიმე მათგანმა გააკეთა ეს განცხადება“, – განაცხადა  მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები