მასკი: Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, ფრონტის ხაზი ჩამოიშლება

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, – წერს მასკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები