დავით მათიკაშვილი „ისფედზე“: მათი რეალური მიზანი იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა

,,მათი რეალური მიზანი იყო საზოგადოების მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა ორგანიზაცია „ისფედზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია თაღლითურ სქემებშია შემჩნეული.

„არაერთ თაღლითურ სქემაში არის შემჩნეული ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2020 წლიდან და დღეს, როდესაც ისინი არ ასაჯაროებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს, აქაც ნათლად ჩანს, რომ მათი რეალური მიზანი იყო საზოგადოების მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

მათ მაინც მოუწევთ ამ მონაცემების პროკურატურისთვის გადაცემა და კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით, რომ იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნები, მაქინაციურად, თაღლითურად გამოცხადებულიყო არალეგიტიმურად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები