“ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ; ფიქრობენ, რომ რაღა ჩვენ დავიცვათ?! მოდი, უკრაინელებმა დაგვიცვან! იქ ქართველებმა დაგვიცვან” – ხაინდრავა
“ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობენ, რომ რაღა ჩვენ დავიცვათ?! მოდი, უკრაინელებმა დაგვიცვან! იქ ქართველებმა დაგვიცვან”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
„თავისი საფრთხეები მათ [ევროპის ქვეყნებს] მშვენივრად ესმით – უკრაინის ომი ამითაა ინსპირირებული. ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობენ, რომ რაღა ჩვენ დავიცვათ?! მოდი, უკრაინელებმა დაგვიცვან! იქ ქართველებმა დაგვიცვან – დაღვარონ სისხლი!
საგანგებო სამიტის ბოლო რეზოლუცია, სადაც ბალტიისპირელებიც მონაწილეობდნენ, არის, რომ ბოლო, უკანასკნელ უკრაინელამდე – დაიხოცოს მთელი უკრაინა, ოღონდ რუსები ჩვენამდე არ მოვიდნენ. ეგაა რეალობა! ეგ უნდოდათ ჩვენგანაც“, – განაცხადა ხაინდრავამ.