ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი
,კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის გადაწყვეტილება – მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
მისი თქმით, ოპოზიციამ თავისი რეიტინგი კარგად იცის.
„მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, დღევანდელი მოცემულობით სად არის მათი რეიტინგი. თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები და დაელოდონ არჩევნებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.