მაკა ბოჭორიშვილი ნიუ იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ნიუ იორკში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.

ასევე, სესიის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები