“ლორა თორნტონმა კარგად იცის, რომ საქართველოში მედია თავისუფალია ისე, როგორც არსად” – წილოსანი

“ლორა თორნტონმა კარგად იცის, რომ საქართველოში მედია თავისუფალია ისე, როგორც არსად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორ ლორა თორნტონს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ემსახურება.

“ლორა თორნტონმა კარგად იცის, რომ NGO სექტორი, რომელსაც ის იცავს, ისინი იყვნენ სწორედ, ვინც უცხოურ გავლენას ამკვიდრებდნენ ამ ქვეყანაში და მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ გარე დავალებებით. იმავდროულად, ლორა თორნტონს არ აქვს საერთო ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან, ის ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობასა და ჯგუფს”, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები