ნინო წილოსანი: დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს — ბიძინა ივანიშვილს 

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

“ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული მისიით დაბადებული დიდი ადამიანები ქმნიდნენ.

დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც, ვფიქრობ, ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან.

დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს — ბიძინა ივანიშვილს!”,- წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები