ევროკავშირის ლიდერები 24 თებერვალს კიევს ეწვევიან

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ დაადასტურა, რომ ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს კიევს ეწვევიან. ამის შესახებ მან სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა.

„ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავი აღინიშნება. გადავწყვიტე ვიყო კიევში ამ დროისთვის, ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირული უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ“, – აღნიშნა კოსტამ.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს კიევში ვიზიტს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები