“ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში” – ბოჟაძე

“რაიმე რესურსი დესტაბილიზაციის არავის არ აქვს, თუმცა, ევროკავშირის ფონდების გარდა, მოვისმინეთ იგივე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ფონდის განცხადება, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს პოლარიზაცია, აქციები უნდა გადავიდეს დღის რეჟიმში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ეს ტრენინგები იმართება უკვე იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილისთვის, რომელიც დაფინანსებებს და დავალებებს იღებს უკვე საზღვარგარეთიდან. მოვისმინეთ არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩის, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების ელჩების განცხადებები. ფაქტობრივად, ღია მხარდაჭერაა რადიკალური ოპოზიციის და იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც გამოირჩეოდნენ რადიკალიზმით. რაიმე რესურსი დესტაბილიზაციის არავის არ აქვს, თუმცა, ევროკავშირის ფონდების გარდა, მოვისმინეთ იგივე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ფონდის განცხადება, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს პოლარიზაცია, აქციები უნდა გადავიდეს დღის რეჟიმში – გაფიცვებში და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობებში, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით. ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები