რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის და ხერსონის რეგიონი დაბომბეს

ოდესის რეგიონში, რუსული თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად, დაზიანდა უკრაინული ენერგოჰოლდინგი DTEK,- ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც Deutche Welle ავრცელებს.

“უკვე მეორე ღამეა, რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ტერორს ოდესის რეგიონში. როგორც კი ენერგეტიკოსები მიიღებენ ნებართვას სამხედროებისა და მაშველებისგან, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ტექნიკის შემოწმებას და სასწრაფო აღდგენის სამუშაოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განაცხადა, რომ ხერსონს თავს დაესხა სამი მართვადი საჰაერო ბომბი. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მართვადი ბომბი ქალაქის ცენტრში მაღალსართულიან შენობას მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები