ღუდუშაური – გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების მიერ გორში გამართულ შეხვედრაზე: სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს არა დიპლომატიური, არამედ თუნდაც ელემენტარული ეთიკური, ხაზი აქვს გადასმული
“სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს არა დიპლომატიური, არამედ თუნდაც ელემენტარული ეთიკური, ამ ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების მიერ გორში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი, თუ რომელიმე თანამდებობის პირი, ვერ იაზრებდეს იმას, რომ ამდაგვარი ქმედებით პირდაპირ ხდება არამცთუ წახალისება, არამედ ქმედებაზე გადასვლისთვის მოწოდება, რომ საქართველოში იყოს არეულობა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს.