თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი – კიევმა აშშ-ის კრიტიკა უნდა შეაჩეროს
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა შეაჩეროს აშშ-ის კრიტიკა, რადგან ვაშინგტონი ცდილობს, ომის დასასრულებლად მშვიდობის შეთანხმება უზრუნველყოს.
„ეს მიუღებელია, უკრაინამ უნდა შეამსუბუქოს კრიტიკა და ყურადღებით დააკვირდნენ და მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას. „ჩვენ უკრაინელებს მართლაც წარმოუდგენელი და ისტორიული შესაძლებლობა წარვუდგინეთ“,- განუცხადა მან Fox News-ს.
როგორც მედია წერს, შეთანხმება, რომელსაც უოლცი გულისხმობს, არის დონალდ ტრამპის მიერ დახმარების სანაცვლოდ უკრაინაში იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობისკენ სწრაფვა, ან, თუნდაც, როგორც კომპენსაცია აშშ-ის მიერ უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის.
ამასთან, ზელენსკიმ საჯაროდ უარყო ამერიკული წინადადება უკრაინულ მინერალებზე წვდომისა და სარგებლის მიღების შესახებ და თქვა, რომ სახელმწიფოს ვერ გაყიდის.