ლევან მახაშვილი: ყველა აცნობიერებს, რომ მსოფლიო იცვლება და იცვლება ბევრისთვის არასასურველი, მაგრამ ლოგიკური მიმართულებით 

„ყველა აცნობიერებს, რომ მსოფლიო იცვლება და იცვლება ბევრისთვის არასასურველი, მაგრამ ლოგიკური მიმართულებით”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მათი მთავარი გზავნილი რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთად დგომაა.

დღეს ასამბლეაზე ყველა აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ისინი ბევრად მომზადებულები დახვდნენ ცვალებად უსაფრთხოების გარემოს და იმ ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ.

ამ ასამბლეაზე ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი და არა ძირი გამოვუთხაროთ ერთმანეთის საარჩევნო სისტემებს და შევქმნათ სხვა ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისები უცხოური ჩარევების გზით. ვიყენებთ ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ გავაცნოთ შეჯამება არჩევნების, რომელიც იყო საქართველოში და გავცეთ ყველა დეზინფორმაციას პასუხი, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი ავრცელებდა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ არგუმენტს პასუხი გავცეთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფება. დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. ასამბლეა განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები