მედვედევი „ზემო ლარსის“ 24 საათიანი მუშაობის პრობლემის “მოგვარებას” აპირებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უახლოეს მომავალში საკონტროლო-გამშვები პუნქტის „ზემო ლარსის“ 24 საათიანი მუშაობის მოგვარებას აპირებს. ამის შესახებ მედვედევმა გამოფენა „ოქროს შემოდგომა 2014“-ის სომხური პავილიონის მონახულებისას განაცხადა. „ზემო ლარსი“ რუსულ-ქართულ საზღვარზეა განლაგებული, პუნქტის საშუალებით სომხეთიდან რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ძირითადი იმპორტის უზრუნველყოფა ხდება.
სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მედვედევმა გამოფენაზე სომხური კონიაკი დააგემოვნა და აღნიშნა, რომ ის რუსეთში ძალიან პოპულარულია.
რუსეთის პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა სომხური ყველი და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა რუსულ ბაზარზე სომხური რძის ნაწარმის რაოდენობის გაზრდა. ამაზე სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა განაცხადა, რომ „ზემო ლარსის“ არაეფექტური მუშაობა პროდუქციის რუსეთში მიწოდებას აფერხებს. მედვედევის მტკიცებით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები