ზვიად შალამბერიძე: აბსოლუტურად ყველა სოფელთან, რწმუნებულებთან, სოფლების მაჟორიტარ დეპუტატებთან გვაქვს კომუნიკაცია – მთავარი იყო ის, რომ მოსახლეობა, რომელიც საჭიროებს დიალიზის მომსახურებას, მათი გამოყვანა მომხდარიყო დროულად სოფლებიდან

აბსოლუტურად ყველა სოფელთან, რწმუნებულებთან, სოფლების მაჟორიტარ დეპუტატებთან გვაქვს კომუნიკაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთან აქვთ სატელეფონო კომუნიკაცია, ვისთანაც შეიძლება რამე პრობლემები იყოს.

„ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მოსახლეობა, რომელიც საჭიროებს დიალიზის მომსახურებას, მათი გამოყვანა მომხდარიყო დროულად ამ სოფლებიდან. მათ შორის, ჩაკეტილი სოფლებიდან. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით, როგორც მედიკამენტების, დიალიზის, საკვების მიმართულებით, დროულად ვრეაგირებდით. ამ დღეებშიც, ჩვენი მოსახლეობის გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები