სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები გამოიცა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები გამოიცა. ქართული ენისა და მათემატიკის წიგნების პრეზენტაცია განათლების სამინისტროში გაიმართა. წიგნებს მხოლოდ ის სკოლები მიიღებენ, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა სჭირდებათ.
„ინკლუზიური განათლების განვითარება სპეციალური საგანმანათლებლო რესურსების შექმნას მოითხოვს. ამის საჭიროება კი საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკოსმა ადამიანმა, ჩვენმა მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მათემატიკასა და ქართულ ენაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, კერძოდ, ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის, სპეციალური სახელმძღვანელოები მოამზადა“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
ახალი სახელძღვანელოები ფონდ „სიცოცხლის ხის“ დახმარებით გამოიცა. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, – განმარტა საქველმოქმედო ფონდ „სიცოცხლის ხის“ დირექტორმა თორნიკე გურულმა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები