„ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს“- ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ექსპოზიცია გაიხსნა

“ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს“ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სახელოვანი ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტ პატრიკ ჰიკთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სახელოვან სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა. „ქართველებს ნამდვილად გვაქვს ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – 1952 წლიდან მოყოლებული დღემდე, 34 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, რომლებმაც 37 ოლიმპიური ოქროს, 28 – ვერცხლისა და 53 ბრინჯაოს მედალი მოგვიტანეს. ასეთი შედეგები ჩვენზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ბევრ ქვეყანას არ აქვს. მადლობა ჩვენი სპორტსმენების ყველა თაობას ამისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს ჩვენი ოლიმპიელები დამოუკიდებელი საქართველოს დროშით გამოდიან და ოლიმპიურ ქალაქებში საქართველოს ჰიმნი ჟღერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ექსპოზიციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა ქართველ სპორტსმენებს და განაცხადა, რომ მთავრობა ყოველთვის მათ გვერდით იდგება.

1897790_732590093498736_4429449658121258846_n

10521912_732590406832038_50218745967568633_n

10615443_732590103498735_7566638356314144708_n

10665233_732590306832048_4109264772008728759_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები