სლოვენიაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

სლოვენიაში, ლუბლიანას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

როგორც ცნობილია, მაღარო მოულოდნელად დაიტბორა.

შემთხვევის დროს ადგილზე 14 მაღაროელი მუშაობდა, მათგან 11-მა გაქცევა მოახერხა.

როგორც საბადოს დირექტორმა განაცხადა, დაღუპულთა ოჯახის წევრები ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

ქალაქ ველენიეს მერის ინფორმაციით, 24 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები