ჩიხელიძე – ირაკლი რუხაძის ინტერვიუზე: ციცერონიც ვერ შეძლებს დისკუსიაში გამარჯვებას, თუ თქვენს ავადმყოფურ მენტალურ აკვიატებებს დაეყრდნობოდა

ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მთელი ფსევდოლიბერალური ქართული ბაბლი წიოკშია, როგორ სუსტი იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუშიო და ტრადიციულად იგონებს ათას საბაბს ამის ასახსნელად (თან გულში უხარია – აი, სხვა სუსტია და მე აქ არ ვარ? მომაქციეთ ყურადღებაო).

ჟურნალისტი კი არ იყო მოუმზადებელი და სუსტი თქვე ნასწავლ-დატრენინგრბულო უგუნურებო, ფსევდოლიბერალიზმის პოზიციაა სუსტი და აბსურდული და ციცერონიც ვერ შეძლებს დისკუსიაში გამარჯვებას, თუ თქვენს ავადმყოფურ მენტალურ აკვიატებებს დაეყრდნობოდა”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები