ბოლუს პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

„ხვალ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ვუსამძიმრებ და ღვთის წყალობას ვუსურვებ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მანვე დასძინა, რომ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, პასუხისგებაში მიეცემა.

მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სამშაბათს ღამით თურქეთის კურორტ კარტალკაიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები