ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ბრძანებას მოაწერა ხელი.

ასევე, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ძველი სახელი, მაკკინლის მთა დაუბრუნდეს.

“ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე და რომელიც მთელი სამყაროსგან მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ძალიან მალე, ჩვენ მექსიკის ყურის სახელს შევცვლით ამერიკის ყურით და მაკკინლის მთას დავუბრუნებთ დიდებული პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს, სადაც მისი ადგილია” – თქვა ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები