გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ეწვევა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ვაშინგტონს ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ვიზიტი, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში შედგება.
“მათ ერთმანეთთან გასულ კვირას ისაუბრეს, როდესაც ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ტრამპს ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაში შუამავლობისთვის და ორივემ გადაწყვიტეს, მალე შეხვდნენ ვაშინგტონში.
შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საუდის არაბეთთან ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ირანის ბირთვულ პროგრამას და ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმებას”, – ნათქვამია პრემიერის ოფისში.