ილონ მასკი: ხალხს ვურჩევ, ხმა მისცენ ალის ვაიდელის პარტიას, ვფიქრობ, მხოლოდ მას შეუძლია გერმანიის გადარჩენა

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გერმანიის ამომრჩეველს ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, გერმანიის გადარჩენა მხოლოდ აღნიშნულ პარტიას შეუძლია.

„მე მკაცრად ვურჩევ ხალხს ხმა მისცეს ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). მე ვფიქრობ, ალის ვაიდელი ძალიან გონიერი და საღად მოაზროვნე ადამიანია. ვფიქრობ, მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის გადარჩენა. წერტილი. ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ ამ პარტიის ირგვლივ გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიაში სიტუაცია ნამდვილად გაუარესდება“, – აცხადებს ილონ მასკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები