გიორგი ვოლსკი: ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე
ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.
„მსოფლიო იცვლება და ამას მოწმობს ზელენსკის განცხადებაც და არა მარტო ეს განცხადება, ბევრი ფაქტორი, მაგრამ ზელენსკის განცხადება ამ ფაქტორთა შორის არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.