ირაკლი ქადაგიშვილი – საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: შედეგი უნდა იყოს ერთი რამ, უნდა დამთავრდეს ქვეყნის მუდმივი საბოტირება, რადგან ამ საბოტირების პირობებით საქართველო განვითარებას ვერ მიაღწევს

საგამოძიებო კომისია თუ რა მასალებს, მტკიცებულებებს, არგუმენტებს მოიპოვებს, პოლიტიკური შედეგი იქიდან გამომდინარე დადგება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხზე პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„პოლიტიკური შედეგი იქნება, თუ ყველა საკითხი საზოგადოებისთვის საჯარო განხილვაზე იქნება გამოტანილი – ეს იქნება ღია, გამჭვირვალე გამოძიება და აქედან გამომდინარე, უკვე შესაბამისი სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება საგამოძიებო სამსახურების მიერ. შედეგი უნდა იყოს ერთი რამ, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ქვეყნის მუდმივი საბოტირება, რადგან ამ საბოტირების პირობებით საქართველო განვითარებას ვერ მიაღწევს.

ყველა პრინციპით, რაც დემოკრატიას ახასიათებს – ბიზნესის თავისუფლება, მედია თავისუფლება, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და ასე შემდეგ, ქვეყანა განვითარების გზას ადგას. თითქოს, ყველა პირობაა, რომ ყველა პარტიამ თავისი პოლიტიკური ადგილი მოძებნოს ამ ქვეყანაში და არჩევნების შედეგებიც ამაზე მეტყველებს, რომ ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი. შედეგები რეალისტურია, ნათელია. აქედან გამომდინარე, როდესაც იწყება ქვეყნის წინააღმდეგ ორკესტრირებული შემოტევა – ამას საგარეო ფაქტორიც გააჩნია და ეს საგარეო ფაქტორი ფსევდო ოპოზიციურ ძალებს იარაღად იყენებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს, რადგან სხვაგვარად ამ ქვეყანაში დემოკრატია ვერ იზეიმებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები