ირაკლი კირცხალია – 3 ოპოზიციური პარტიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვაზე: ეს არის ის დანაყოფთა ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყანა, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტი და არაფერი ეროვნული
ეს არის ის დანაყოფთა ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყანა, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტი და არაფერი ეროვნული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„მხოლოდ და მხოლოდ არიან ორიენტირებული ერთ რამეზე, ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, 3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.