უკრაინაში საჰაერო თავდასხმის გამო განგაში გამოცხადდა

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია. საჰაერო თავდასხმის განგაში მთელი უკრაინის მასშტაბით გამოცხადდა.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ კიევში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.

საჰაერო იერიში ასევე კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთზე, შოსტკის რაიონზე განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლის რეკომენდაცია მისცა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები