“სულ რამდენიმე დღეში უწმინდესის მიერ დაფუძნებული, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე; ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა” – მამა საბა

მამა საბა ჭიკაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“სულ რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე არის. მე დარწმუნებული ვარ და მინდა, მოვუწოდო ყველა ქართველს, ყველას, ვინც ქრისტიანად თვლის თავს – აუცილებლად, ყველანი გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველებმა მთელი მსოფლიოს დასანახად და უპირველეს ყოვლისა, ამ გაუკუღმართებული, მტრული ძალების დასანახად, რომელსაც არ აწყობთ საქართველოს არსებობა, ქრისტიანული საქართველოს არსებობა არ აწყობთ; ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა.

აღარანაირი სიწმინდე, არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ ადამიანებისთვის, საშინელებაა ეს, ხალხო, ტრაგედიაა, დროულად გამოვფხიზლდეთ ყოველი ჩვენგანი. აგერ, სულ რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე არის. მე დარწმუნებული ვარ და მინდა, მოვუწოდო ყველა ქართველს, ყველას, ვინც ქრისტიანად თვლის თავს – აუცილებლად, ყველანი გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველებმა მთელი მსოფლიოს დასანახად და უპირველეს ყოვლისა, ამ გაუკუღმართებული, მტრული ძალების დასანახად, რომელსაც არ აწყობთ საქართველოს არსებობა, ქრისტიანული საქართველოს არსებობ არ აწყობთ; ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა, რომ ჩვენ ვახტანგ გორგასლის ერი ვართ და ჩვენ ქრისტესთვის სიკვდილს ვესწრაფვით და არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებთ მსგავს უზნეობებს, ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში”, – აცხადებს მამა საბა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები