დავით მათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: 2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“

„2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“ ,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იყო 2-კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც რადიკალებმა გამოიყენეს, იყო პროპაგანდისტული მანქანა სრულად ამოქმედებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ ვერ შეძლეს საზოგადოებიდან 2 ათასს კაცზე მეტის მოგროვება, რადგან უკვე ლოზუნგად არის გამხდარი ტერმინი „ევროპა“. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რასაც სთავაზობენ დღევანდელი ევროკავშირის ელჩი და რადიკალები ჩვენს ქვეყანას ევროპის სახით, არ არის ის ღირებულებები, რაც არის ევროპული, რისკენაც მიდის ქართველი ხალხი და რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზება და ანონსი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები