არჩილ გორდულაძე გუშინდელ აქციაზე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, კოლექტიური “ნაცმოძრაობა“  ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაერთიანების საწინააღმდეგოდ

„როდესაც ცოტა ადამიანი იკრიბება, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი არ ენდობიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გუშინ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაერთიანების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვახსოვს მათი ქმედებები, სახელებით და გვარებით ვიცით, როგორ დადიოდნენ ოთახ-ოთახ, მაგალითად, ევროკავშირში და როგორ ითხოვდნენ, რომ ჩვენთვის არ მოეცათ [კანდიდატის] სტატუსი, არ გაფორმებულიყო ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, არ გახსნილიყო უვიზო მიმოსვლა. თითოეული მათი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელია და სწორედ ამის გამოა, რომ მათ მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანების შეკრება მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სახელით კრებდნენ. თავადვე ამბობდნენ იმედგაცრუებულები, რომ მათდა სამწუხაროდ, და ქართველი ხალხის საბედნიეროდ, კიდევ ერთი აქცია ჩაუფლავდათ”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები