“დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში” – მათიკაშვილი
“დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„აშკარაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება. ისინი ამაში ხარჯავენ ფულს. რა თქმა უნდა, როდესაც იხარჯება ფული აქ ჩვენ მიზანი უნდა მოვძებნოთ და მიზანი არის თვითმმართველობის არჩევნები. აქაც ჩანს, რომ დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ცხადია, ჩვენ პროცესებს დაველოდებით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.