იემენში ისრაელის იერიშებს 9 ადამიანი ემსხვერპლა
“ცახალმა” იემენის დედაქალაქს და წითელი ზღვის პორტებს დაარტყა. ისრაელის იერიშებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს შვიდი ადამიანი ას-სალიფის პორტზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენი ორი – რას ისა ნავთობის ობიექტზე თავდასხმის შედეგად.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამიზნე “ჰუსიტების” ინფრასტრუქტურა იყო.
მათივე ცნობით, ხუთშაბათს დილით თავს დაესხნენ “სამხედრო ობიექტებს”, რომლებიც დასავლეთ სანაპირო ზოლში და იემენის სიღრმეში ჰუთის მებრძოლებს ეკუთვნოდათ.