ნიკა გვარამია: შარლ მიშელი 2 არ იქნება

“ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.

-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.

– მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით.

– პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.

– გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს

– შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი

– დავბრუნდები სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანთა უფლებათა კომისარს, რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში”,- წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები