ელენე ხოშტარია: ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში

“ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში”, – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პრესკონფერენციას.

მისი თქმით, ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.

„ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო.

პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით.

ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.

ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას“, – წერს ელენე ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები