შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უამინდობის გამო, შავ ზღვაში, ორი რუსული სატვირთო გემი, რომლებსაც ნავთობი გადაჰქონდათ ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, უამინდობისა და ეკიპაჟის შეცდომის გამო, ორივე ხომალდი ჩაიძირა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ინციდენტის გამო, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან შავ ზღვაში დიდი ოდენობით ნავთობი ჩაიღვარა.
ქალაქ ანაპას სანაპიროზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურის 270-მდე თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები ზღვის გასუფთავებას ცდილობენ.