ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიევს ეწვევა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყნებს ეწვევა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, კელოგი კიევში უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება. ამასთან, ცნობილია, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში გაფრენას არ გეგმავს.
წყაროების ცნობით, ასეთი მოგზაურობის მიზანი ფაქტების შეგროვებაა და არა აქტიური მოლაპარაკებები. როგორც Reuters-მა აღნიშნა, ასეთი მოგზაურობა აჩვენებს ტრამპის სურვილს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის.