დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება პირადად გადასცა.

საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით შეიძინა.

„საოცრად თბილი და დადებითი ემოციებით სავსე იყო ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან შეხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ბავშვების გახარება.

ჩვენი მომავალი თაობა საქართველოს წარმატების სიმბოლოა, თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინტენსიურად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობას და საჭიროების შესაბამის პროექტებს ახორციელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები