“ყველა შემთხვევაში, ყველას მადლობა, ვინც მხარი დაგვიჭირა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს იყო ორზე მეტი ქვეყანა, მაგრამ უხერხულობაში აღარ შევიდეთ” – მდინარაძე

“ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს, მაშინ უნდა გვითხრან, სხვა ქვეყნები რომლები იყვნენ, მათ შორის იოზვიაკის განცხადებაში ნახსენები იყო რუმინეთი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მათ შორის ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს, მაშინ უნდა გვითხრან, სხვა ქვეყნები რომლები იყვნენ, თუ არა ეს სამი ქვეყანა, ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს. მაგალითად, ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და ვინაიდან ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით უტყუარად არ გვიდასტურდებოდა, ირაკლი კობახიძეს საერთოდ არ უხსენებია ლუქსემბურგი. ღია წყაროებშია მოხსენიებული, მათ შორის რუმინეთიც. წარმოიდგინეთ, იოზვიაკი, რომელიც არის ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბიუროს ხელმძღვანელი თუ რედაქტორი ევროპაში, წინსწრებით ავრცელებს ხოლმე განცხადებას, წინსწრებით ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას, რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება. მათ შორის მის ინფორმაციაში ნახსენები იყო რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო ნახსენები რუმინეთი, შემდეგ რუმინეთმა მყისვე, როგორც იტყვიან, უარყო ეს ინფორმაცია? რა ხდება ისეთი, რომ, დავუშვათ, ან იოზვიაკი იტყუება ან რაღაც სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში არავის, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ აწი თუ მხარს დაგვიჭერს ვინმე, ჯერ ვიკითხავთ, ამისთვის მადლობა რამე უხერხულობას, პრობლემას ხომ არ შეუქმნით და შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას. ყველა შემთხვევაში, ყველას მადლობა, ვინც მხარი დაგვიჭირა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს იყო ორზე მეტი ქვეყანა, მაგრამ უხერხულობაში აღარ შევიდეთ და ამის გარდა ვთქვათ ისიც, რუმინეთს რა აკადრეს, როგორ გააუქმებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნები პირველივე ტურში, რისი მცდელობაც საქართველოშიც იყო. ალბათ ამ მხრივაც ვერ არის მთლად კარგ მდგომარეობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლიერი ვიქნებით, თუ  დახურულ და ღია სხდომაზე მხარდაჭერა იქნება მისგან, იმის მიუხედავად, ამ შემთხვევაში იყო თუ არ იყო. ყველა შემთხვევაში, უნდა ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია დღეს მთლად კარგ ფორმაში არ არის. ბრიუსელში ბიუროკრატები ცუდ რაღაცებს აკეთებენ, ფაქტია, ისინი ჩვენთვის აკეთებენ ცუდ რაღაცებს, ძალიან უხეში ფორმებით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას. წარმოიდგინეთ, ერთი საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით, სამი საკმაოდ ძლიერი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ასე კოორდინირებულად გამოაქვეყნეს განცხადებები. მგონი, დასკვნის გამოტანა მარტივია და მეტ სიღრმეში აღარ შევალ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები