მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილზე: ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე სტატუსის გარეშე და თუ დაიკავებს პრეზიდენტის სასახლეს, ზუსტად იგივე შედეგები იქნება, რაც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში
“ექსპრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის სასახლის დაკავება იგივეა, რაც თქვენ რომ წაბრძანდეთ და დაიკავოთ პრეზიდენტის სასახლე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე სტატუსის გარეშე და თუ დაიკავებს პრეზიდენტის სასახლეს, ზუსტად იგივე შედეგები იქნება, ზუსტად იგივე აღქმა იქნება, მათ შორის სამართლებრივი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში. ცივილიზებულ სამყაროში არავის არ უფიქრია მსგავსი პოზიციონირება, რომ ექსპრეზიდენტს, ექსთანამდებობის პირს ვადის გასვლის შემდეგ და ახლის არჩევისა და შესაბამისი უფლებამოსილებაში შესვლის შემდეგ მოენდომებინა ძველი სტატუსის შენარჩუნება. მსგავსი ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.