“ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას არჩეულ პრეზიდენტთანაც გამართავს.
„ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შეიძლება, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.