რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
რუსთავის მერია, მოსახლეობის თხოვნით შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მე-12 მიკრორაიონში, მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილი ახალი სკვერის მშენებლობა უკვე დასრულდა და წინასაახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით მოირთო.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა ცოცხალმა ნაძვის ხემ შექმნა.
,,რუსთავში მოსახლეობის თხოვნით შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას ვაგრძელებთ. დღეს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი გავხსენით მე-12 მიკრორაიონში. ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა ცოცხალმა ნაძვის ხემ შექმნა. საუბნო ნაძვის ხეების ერთად მორთვა, კიდევ ერთი კარგი ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში დავამკვიდრეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალი სკვერი, მე-12 მიკრორაიონის N18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ/მ ტერიტორიაზეა გაშენებული.
ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში, სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეებია მოწყობილი.