“პრემიერის მხრიდან რამდენჯერმე იყო დიალოგის შეთავაზება და კიდევ გაჟღერდა; გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ პრემიერის შემოთავაზება მიიღო” – მათიკაშვილი

“პრემიერის მხრიდან რამდენჯერმე იყო დიალოგის შეთავაზება და კიდევ გაჟღერდა და იმედია, რომ ამით ისარგებლებენ თუნდაც, ახალგაზრდები, გულწრფელი ადამიანები და პრემიერისგან მოისმენენ სიმართლეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ პრემიერის შემოთავაზება მიიღო.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას. გვახსოვს, ორი ადამიანი შუა გზიდან უკან დაბრუნდა, გამბედაობა არ ეყოთ, რომ პრემიერამდე მისულიყვნენ. პრემიერის მხრიდან რამდენჯერმე იყო დიალოგის შეთავაზება და კიდევ გაჟღერდა და იმედია, რომ ამით ისარგებლებენ თუნდაც, ახალგაზრდები, გულწრფელი ადამიანები და პრემიერისგან მოისმენენ სიმართლეს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები