“საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” – გია აბაშიძე
“საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით: არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის. ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან. ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ,“ – წერს გია აბაშიძე.