კაია კალასი: საქართველოსთან დაკავშირებით ერთი საკითხი იქნება სანქციები და მეორე – უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა

”ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ, რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ; რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები