სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ABC News დონალდ ტრამპს 15 მილიონ დოლარს გადაუხდის
მედიაორგანიზაციას ABC News დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს, მიზეზი კი ცილისწამებაზე სარჩელია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ტრამპის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაცია ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქველმოქმედო შენატანის სახით ფულს საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმს გადაურიცხავს, ასევე აანაზღაურებს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების იურიდიულ ხარჯებს.
ტრამპმა ტელეარხის წამყვანის, ჯორჯ სტეფანო პულოსის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. წამყვანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი დამნაშავე იყო ცნობილი მწერალ ელიზაბედ კეროლის გაუპატიურებაში. 2023 წლის მაისში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპი მწერლის შევიწროებაში ცნო დამნაშავედ, თუმცა გაუპატიურება ვერ დაუმტკიცდა.
თავდაპირველ სარჩელში ტრამპის ადვოკატები დავობდნენ, რომ სტეფანო პულოსმა ABC-ის ეთერში მოსარჩელის შესახებ განზრახ ან წინდაუხედავად გააკეთა რამდენიმე მცდარი და დამამცირებელი განცხადება.