ზარქუა – საქართველოში ევროკავშირის ელჩს: მისტერ ჰერჩინსკი, თამამად იყავით
“ბულინგი, შეტევა და შანტაჟი მიდის უსამშობლოების მხრიდან მათ მიმართ, ვინც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღიარებს”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის საკითხს.
„როგორც კი ნორმალიზება მიდის პროცესის ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, მაშინვე გამოჩნდებიან როთები, ეს ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც დაფინანსებულები არიან, სექტის მხრიდან. ესე იგი, როგორ აბულინგებენ უკვე ევროკავშირის ელჩს. ლუსტრაცია ხდება, რომ ამ უსამშობლოების მხრიდან როგორ ხდება ბულინგი, შეტევა, შანტაჟი იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღიარებს. მისტერ ჰერჩინსკი, თამამად იყავით, აი ეს სახელმწიფო, ჩვენი საქართველო, უძველესი ევროპული სახელმწიფოა თავისი ტრადიციებითა და კულტურით, თავისი ხალხით“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გუშინ გამართა.