“მმართველ გუნდს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს და არა ევროპის რომელიმე წარმომადგენელი” – მამუკა მდინარაძე
“ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან და ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.
“იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ხელი ჩამოართვა, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია და არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის ელჩი ხელსაც ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება, დაანებონ იმ კაცს თავი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.